კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგა
კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგა

კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ბრალდების მხარე რეგიონის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვაში მის როლს განიხილავს.
სასამართლო კარმე ფორკადელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ბრალდება კი ყოფილი სპიკერის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას მოიცავს.
პარალელური გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფება კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი.
მანამდე, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნა უკანონოდ ცნო.
ქვეყანაში კრიზისი პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ წარმოიშვა, რომლის საშუალებითაც კატალონიელებმა ესპანეთიდან გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

მას შემდეგ, რაც კატალონიის კანონმდებლებმა 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის გამოცხადება დაგეგმეს, ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაითხოვა კატალონიის პარლამენტი, თანამდებობიდან მოხსნა ავტონომიის ლიდერები და ვადამდელი არჩევნების თარიღი დანიშნა.

 

ავტორი: თეი კანაშვილი