კატალონიის პარლამენტი ახალ რეგიონულ ლიდერს 30 იანვარს აირჩევს, – ამის შესახებ კატალონიის პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
კატალონიის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი რეგიონიდან დევნილობაში მყოფი ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონია. ის ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.
22 იანვარს კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს. ამის შესახებ კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარემ როჟე ტორენტმა საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ მას კანონიერი უფლება აქვს იყოს კანდიდატი“, – აღნიშნა როჟე ტორენმა.
კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან მარიანო რახოისთან და კარლეს პუიჩდემონთან მოლაპრაკებების გამართვას გეგმავს.
როჟე ტორენტი ასევე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა, ის რეგიონული პარლამენტის სპიკერად 17 იანვარს აარჩიეს.