კატალონიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინეს.
ამის შესახებ განცხადება კიმ ტორმა თავად გააკეთა.
მანამდე „კოვიდ19“-ის დიაგნოზი კატალონიის მთავრობის მეთაურის მოადგილე პერე არაგონესს დაუსვეს.
„მე გამიკეთეს ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა“ ,-განაცხადა კატალონიის ლიდერმა.
ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს დაფიქსირდა.
ბოლო მონაცამებით, ესპანეთში „კოვიდ19“-ის 9 200 დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულია 309 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების გამო, 14 მარტს ესპანეთში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს.