კატალონიაში, საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
ესპანეთში, კატალონიის რეგიონში საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ეს გადაწყვეტილება რეგიონის ადგილობრივმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობაში პირბადის ტარების დისციპლინა მკვეთრად გაუარესდა.
კატალონიაში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის ჯარიმა 100 ევროა.
პირბადეების ტარება მთელი ესპანეთის მასშტაბით სავალდებულოა, თუმცა რეგულაციები მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და იმ ღია სივრცეებს ეხება, სადაც მოსახლეობა 1.5 მეტრის დაშორებით ყოფნას ვერ ახერხებს. კატალონიაში დისტანციის მიუხედავად, პირბადის ტარება ნებისმიერ გარემოებაში აუცილებელი გახდება.