კატალონიის სამთო-სათხილამურო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟოან კარდონამ განაცხადა, რომ კატალონელი მოთხილამურეები ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, მან დაამატა, რომ თუკი რომელიმე კატალონელ სპორტსმენს სურს ტურნირში მონაწილეობა, მას ამის გაკეთება შეეძლება ინდივიდუალურად, საკუთარი კლუბის სახელით, თუმცა არა როგორც კატალონიის სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელს.
“თუ ჩვენ საკუთარ თავს რესპუბლიკად მივიჩნევთ, ცხადია, რომ წელს არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ესპანეთის ჩემპიონატში”, – განუცხადა გაზეთ Marca-ს კარდონამ.
კატალონიის სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ეს აკრძალვა თხილამურებით მორბენლებს ეხება.