კასპში პროფესიული სასწავლებელი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ განაცხადა.
როგორც ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, პროფესიული სასწავლებელი თანამედროვე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი და მშენებლობის ჯამური ღირებულება 3 მლნ 800 000 ლარი იქნება.
მისივე თქმით, სამ პროფესიულ სასწავლებელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და 13 პროფესიული სასწავლებელი ასევე დაფინანსდა ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
„არის ხშირი შემთხვევები, როცა სწორედ სამშენებლო კომპანიების მხრიდან არ ხდება ხარისხიანი მშენებლობა, ანუ ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტების დაცვა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც იძულებულები ვართ, რომ ხელშეკრულება გავწყვიტოთ. ეს აჩერებს პროცესს. ამას მოჰყვება პროცესი, რომ ჩვენ თავიდან უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი. გარკვეულ შემთხვევებში ეს პროცედურები გვაყოვნებს, ბევრი რამ გვინდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებია და გამოდის ისე, რომ რაღაც პროექტები წლის განმავლობაში ვერ სრულდება“, – განაცხადა ზედგენიძემ.