კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული
კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

კასპში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 15 წლამდე ვადით.

კასპში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი საკუთარმა ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

მოკლულს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.