კასპში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი საკუთარმა ძმამ მოკლა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტს მეზობლებმა განუცხადეს, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მეზობლების განცხადებით, მოკლულის ძმა, რომელმაც სავარაუდოდ მკვლელობა ჩაიდინა, რამდენჯერმეა ნასამართლევი.