კასპში ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
კასპში ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
კასპში, 26 მაისის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო ზაქარაშვილის სახლში მიმდინარეობდა.
გარეთ შეკრებილი ადამიანები შეძახილებით ხაბეიშვილისა და ბადრი ბასიშვილის კასპში ჩასვლას აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.