კასპში ლევან ხაბეიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრას დაპირისპირება მოჰყვა

კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოქალაქეებს ხვდებოდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირები დაუპირისპირდნენ.

ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას და სიტყვიერ დაპირისპირებას. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

მომხდარზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.