კასპში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს
კასპში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებული, მათ ოჯახის სამი წევრი ჯერ დააბეს, შემდეგ კი, დანით ჭრილობები მიაყენეს, ითხოვდნენ თანხასა და ძვირფასეულობას.

მათი განცხადებით, წღებულია 3 ათას ლარამდე თანხა და ოქროს ნივთები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას. დანაშაული ხუთიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.