კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზმომარაგება შეიზღუდება
კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზმომარაგება შეიზღუდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მუხრანი – კასპის მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 06:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქი კასპის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების შემდეგი სოფლების: მუხრანის, ვაზიანის, ძალისის, პატარა ქანდას, ძველი ქანდას, საქადაგიანოს, ხიდისყურის, აღაიანის, ციხისძირის, ქსნის, ძეგვის, სასხორის, ახალი ნიჩბისის, ნიჩბისის, ზემო ნიჩბისის, არმაზის დასახლების, ახალგორის, ბაქაქურის, ვარდისუბანის, ილტოზას, ოძისის, ქსოვრისის, ჭაშას, სადგ. მეტეხის, მიქელწყაროს, თელიანის, სადგ. კავთისხევის, ახალქალაქის, სასირეთის, თვალადის, ეზატის, გუდალეთის, ქვემო ხანდაკის, მეტეხის, ბარნაბიანთ კარის, წინარეხის, კავთისხევის, ქვემო ჩოჩეთის, შუა უბნის, გარიყულას, ზემო ჩოჩეთის, მირიანის, ციხისუბანის, ქვემო გომის, ნიაბის, იდლეთის, თელადგორის, გომიჯვრის, ლავრისხევის, თევზის, ოკამის, ფერმას, ჩანგილარის, ხვითის, ლამისყანის, თვაურის, ქვემო ჭალის, ვაკის, პანტიანის, საკორინთლოს, გორაკას, სამთავისის, იგოეთის, ახალშენას, ბოჟამის, თოგოიანისა და მრგვალიჭალას მოსახლეობას.