კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა
კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა

კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში დღეს მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა და ტყვია შემთხვევით მოხვდა მეორე პირს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, როდესაც ბრალდებულმა დაინახა, რომ მის მიერ ნასროლი ტყვია თანასოფლელს მოხვდა, ამის შემდეგ თავზე იარაღი მიიბჯინა და თავი მოიკლა.

როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.