კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობამ ცენტრალურ მაგისტრალთან აქცია გამართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობამ ცენტრალურ მაგისტრალთან აქცია გამართეს.
მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნას და მრუდე ჩასასვლელის გაკეთებას ითხოვს. მაგისტრალთან გზა მეტალის ზღუდარებით საგზაო დეპარტამენტმა ერთი კვირის წინ ჩაკეტა და სოფელ ჩანგილარის მოსახლეობას მეზობელ სოფელ ფერმიდან ერთი კილომეტრის გავლა უწევს ფეხით.
აქციის მონაწილეები ძველი გასასვლელის აღდგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი აცხადებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიაზე ვერ მოეწყობა მრუდე ჩასასვლელი, საგზაო დეპარტამენტთან შეთანხმებით კი მოხდება განხილვა და ალტერნატიული გზის გამოძებნა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.