კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კონტროლი მკაცრდება.
როგორ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ხოვლედან იუწყება, სამართალდამცველები სოფლის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს. ამასთან, ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია და ის საპატრიარქოს დაცვაში მუშაობდაო. სამსახურში კი სოფლიდან დადიოდა.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოში შესასვლელს აკონტროლებდა.