ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-17 ტურში გურამ კაშიას არნემის “ვიტესი” “ტვენტეს” ესტუმრა და ქულა მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი არნემელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა.
ანგარიში მე-14 წუთზე “ტვენტემ” გახსნა. 28-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა ფრედ – 1:1.
საინტერესოა, რომ “ვიტესში” გოლით თავი ინგლისელმა მეისონ მაუნტმა გამოიჩინა, რომელიც წელს საქართველოში ინგლისის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში გვესტუმრა – “ჩელსიდან” ჰოლანდიურ კლუბში განათხოვრებული შემტევი ნახევარმცველი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
“ვიტესი” 23 დეკემბერს გათამაშების ლიდერს “ეინდჰოვენს” ესტუმრება და ერედივიზიონის პირველ წრეს დაასრულებს.
16 ტურის შემდეგ კი არნემელებმა 24 ქულა დააგროვეს და სატურნრო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.