კარტოზიას ქუჩაზე მოსახლეობა 27- სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
კარტოზიას ქუჩაზე მოსახლეობა 27- სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

კარტოზიას ქუჩის მცხოვრებლები მათ ქუჩაზე ახალი, 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ახალი კორპუსი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, არ აქვს საკუთარი ეზო და შესასვლელი, ასევე დარღვეულია სამშენებლო ნორმები.

აქციის მონაწილეები მერიისგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ მშენებლობის ნებართვის გაუქმებას. მათი განცხადებით, „ტერასა ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ კორპუსს აშენებს, მერიამ ნებართვა 2017 წლის 29 დეკემბერს მისცა, რამდენიმე თვის წინ კი, სამშენებლო პროცესი დაიწყო.

მოსახლეობასთან  მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი მივიდა, რომელმაც განმარტა, რომ მერიის იურიდიულმა სამსახურმა მშენებლობა კარტოზიას ქუჩის მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე დროებით შეაჩერა. გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, მშენებელი კომპანიისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა კარტოზიას 12 ნომერში 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.