კარტინგმა ოლიმპიადაზე შესვლის შანსი მიიღო
კარტინგმა ოლიმპიადაზე შესვლის შანსი მიიღო

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ბრაზილიელი ფელიპე მასა, რომელიც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში კარტინგის კლასის კომისიაში მუშაობს, აპირებს კარტინგის ტურნირი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილად აქციოს.

“ოქტომბერში, არგენტინაში გაიმართება იუნიორთა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელზეც ვაპირებთ წარვადგინოთ ელექტროკარტინგი. ბუენოს აირესში ამ მანქანების დემონსტრირების შემდეგ, გვინდა კარტინგის სტარტები ვიხილოთ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც პარიზში გაიმართება”, – განაცხადა მასამ ბრაზილიური ტელევიზიის ეთერში.

ოლიმპიურ თამაშებში ​​ავტოსპორტის დისციპლინებში მედლები ​არასოდეს გათამაშებულა.