დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი ამერიკელ სერენა უილიამსთან ერთად ითამაშებს ქალაქ ოკლენდის (ახალი ზელანდია) ტურნირში, რომელიც 6-12 იანვარს გაიმართება.
უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვოზნიაცკი დაასრულებს კარიერას ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ. მან აღიარა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ძველებურად ვეღარ იღებს სიამოვნებას ჩოგბურთისგან.
29 წლის ჩოგბურთელი გამოსათხოვარ მატჩს 18 მაისს, კოპენჰაგენში ჩაატარებს. მისი მეტოქეს სწორედ სერენა უილიამსი იქნება.
გამოსათხოვარი მატჩის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ უკვე გაყიდულია ყველა ბილეთი. სარეალიზაციოდ გამოტანილი იყო 11.5 ათასი ბილეთი.
WTA-ის რეიტინგში დანიელს 37-ე ადგილი უკავია.