არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარლოს ტევესი „როსარიო სენტრალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
კარლოს ტევესი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბის ღირსებას იცავდა, მათ შორის – „კორინთიასის“, „ვესტ ჰემის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „იუვენტუსის“. ტევესი ბოლოს „ბოკა ხუნიორსში“ თამაშობდა და არგენტინული კლუბი 2021 წელს დატოვა.
არგენტინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „როსარიო სენტრალი“ ჯერჯერობით აუტსაიდერებს შორისაა და 22-ე ადგილს იკავებს.