ტევესი - რუნიმ თავისი ლამბორგინი მომცა
ტევესი - რუნიმ თავისი ლამბორგინი მომცა

კარლოს ტევესმა ერთ-ერთ გამოცემასთან ის დრო გაიხსენა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.

ტევესი: „იუნაიტედში“ ყველაზე ცუდ მოთამაშესაც კი „ფერარი“ ჰყავდა. მე ბაზაზე კლუბის მოცემული „აუდით“ მივედი. ყველამ ჩემი დაცინვა დაიწყო, მე კი გაკვირვებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. შემდეგ ჩემთან უეინ რუნი მოვიდა და უბრალოდ მითხრა, ჩემი „ლამბორგინი“ წაიყვანე. მან თავისი მანქანა დამითმო.