კარლოს ტევესი „ინდეპენდიენტეს“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
კარლოს ტევესი „ინდეპენდიენტეს“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კარლოს ტევესი „ინდეპენდიენტეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იტყობინება არგენტინული კლუბის პრესსამსახური.

ტევესი ადრე ასევე არგენტინულ „როსარიო სენტრალს“ ავარჯიშებდა – ეს 39 წლის სპეციალისტის ერთადერთი სამწვრთნელო გამოცდილებაა. ამ გუნდს ყოფილი ფორვარდი 2022 წლის ივნისიდან ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. ტევესის თავკაცობით 24 მატჩში „როსარიომ“ ექვსჯერ მოიგო, 10-ჯერ ფრედ ითამაშა და რვაჯერ წააგო. ბურთების სხვაობა – 26:29.

ტევესმა სამწვრთნელო კარიერა, პრაქტიკულად, ფეხბურთისთვის თავის დანებებისთანავე დაიწყო. ის ცნობილია „მანჩესტერ სიტიში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „იუვენტუსსა“ და „ბოკა ხუნიორსში“ თამაშით.