ანხელ დი მარიას კარიერის დასრულება „როსარიოში“ სურს  #1TVSPORT
ანხელ დი მარიას კარიერის დასრულება „როსარიოში“ სურს #1TVSPORT

პსჟ-ს არგენტინელი ლეგიონერი ანხელ დი მარია კარიერის დასრულებას სამშობლოში, კერძოდ კი „როსარიოში“ გეგმავს, სადაც 2001-2005 წლებში ასპარეზობდა, – იუწყება ESPN.

 

33 წლის მოთამაშის კონტრაქტი პარიზულ გრანდთან 2022 წელს იწურება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს წლებში დი მარიამ ევროპული ფეხბურთი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს რიგებს ანხელ დი მარია 2015 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“  შეუერთდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში არგენტინელმა ერთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.