კარლოს ტევესი - ჩემს გუნდში სამმა ფეხბურთელმა არ იცის შეკრება და გამოკლება #1TVSPORT
კარლოს ტევესი - ჩემს გუნდში სამმა ფეხბურთელმა არ იცის შეკრება და გამოკლება #1TVSPORT

არგენტინული „ინდეპენდიენტეს“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს ტევესმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ მის გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ელემენტარული მათემატიკური მოქმედებები – შეკრება და გამოკლება არ იციან. ამასთან დაკავშირებით, კლუბმა შეადგინა ვარჯიშების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია სწავლის ორი საათი.

„მე ვაძლევ მოთამაშეებს სავარჯიშოებს სისწრაფეზე, რომელიც ნეირობიოლოგიასთან არის კავშირში. როცა ფეხბურთელი ფიზიკურად იღლება, მე მას ვაიძულებ ამოხსნას მარტივი ამოცანა, მაგალითად, ორს მიუმატოს ორი. სამმა ფეხბურთელმა, რომლებიც დღეს ჩვენთან გუნდში არიან, მითხრეს,რომ არ იციან როგორ მიუმატონ ან გამოაკლონ.

არსებობს სიღარიბე. ჩვენ შეგვიძლია პატარა ბიჭს მოვუტანოთ საკვები, დავეხმაროთ ბევრ რამეში, მაგრამ განათლება… მან უნდა იცოდეს საკუთარი თავის დაცვა, უნდა იცოდეს იმის კითხვა, რასაც ხელს აწერს. კლუბთან ერთად ვქმნით პროექტს – დავუნიშნოთ მათ მასწავლებელი და ვარჯიშების შემდეგ ორი საათი იმეცადინონ“, – მოჰყავს ტევესის სიტყვები გამოცემა Record-ს.