კარლოს მოედაში - მინდა, მივულოცო საქართველოს შედეგი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიაღწია
კარლოს მოედაში - მინდა, მივულოცო საქართველოს შედეგი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიაღწია

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშთან შეხვედრაზე, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების სისტემაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

„დიდი პატივია ჩემთვის აქ, ამ შენობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიღება. მინდა, მივულოცო საქართველოსა და თავად მინისტრს შედეგი, რომელსაც თქვენ განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიაღწიეთ. მინდა ვუთხრა ქართველ მკვლევრებსა და მეცნიერებს, რომ ვამაყობთ ყოველივე იმით, რაც თქვენ გააკეთეთ. ჩვენი ასოციაციის შეთანხმება მეცნიერებისა და ინოვაციების შესახებ, საკმაოდ წარმატებულია და ღიაა მსოფლიოსთვის. ზოგადად, საქართველო ძალიან გახსნილი ქვეყანაა და იმედი გვაქვს, ერთობლივად ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა კარლოს მოედაშმა მინისტრთან შეხვედრისას.