კარლო ნატალე - ევროკავშირი პარლამენტის ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მუშაობას მიესალმება
ევროკავშირი პარლამენტის ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შესრულებულ სამუშაოს მიესალმება, – ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაწეული საქმიანობისა და 2018-20 წლების გეგმების პრეზენტაციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს.
„ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს, რადგან ეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ჩვენი თანამშრომლობა ორ ძირითად სფეროს მოიცავს. ეს არის ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოვება, მთავრობაზე ზედამხედველობის და კანონშემოქმედებით საკითხებში საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შესრულებულ სამუშაოს მივესალმოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება”, – განაცხადა კარლო ნატალემ.