კარლო კოპალიანი თინა ბოკუჩავას - არ მოგეწონებათ გახარია, რადგან არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს და არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“
კარლო კოპალიანი თინა ბოკუჩავას - არ მოგეწონებათ გახარია, რადგან არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს და არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“

თქვენ არ მოგეწონებათ გახარია, რადგან ის არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს და არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას პარლამენტში გამოსვლას, სადაც ის აცხადებდა, რომ ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი კრიმინალია.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გახარია არა მხოლოდ ოდიოზურ ფიგურად იქცა, ის ამხილეს ძალიან კონკრეტულ და სერიოზულ დანაშაულში.

„არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანას მართავდეს და ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი. ვისი ზურგით დაწერა გიორგი გახარიამ ეს შანტაჟის მესიჯი? მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. საკუთარი ზურგით და იმედით დაწერა მესიჯი? მან ეს დაწერა ივანიშვილის ზურგით და ივანიშვილის კონკრეტული დავალებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კარლო კოპალიანმა უპასუხა: „თქვენ არ მოგეწონებათ გახარია, რადგან არ კლავს სასაფლაოზე ახალგაზრდებს, არ ცხრილავს ქუჩაში ახალგაზრდებს, გახარია არ იძლევა შეკვეთებს „ტრუპებზე“ და არ მალავს მაღაზიის თავებზე მოკლულებს“, – განაცხადა კოპალიანმა.