კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერად ბრიუსელში 200 კატალონიელი მერი ჩავა
კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერად ბრიუსელში 200 კატალონიელი მერი ჩავა

ბრიუსელში კატალონიიდან რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე 200 მერი ჩავა. ისინი ბელგიაში კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერად ჩადიან.

გადაწყვეტილება მერებმა პარასკევს მას შემდეგ მიიღეს, რაც ესპანეთის სასამართლომ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის მისამართით დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში ჩასვლის სურვილი გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა ხელმისაწვდომი რეისები არ აღმოჩნდა.

ამავადროულად, ბრიუსელში დღეს ე.წ დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე კატალონიელი ბიზნესმენებიც ჩადიან, რომლებიც ევროპარლამენტის წევრებს შეხვდებიან. იგეგმება ერთობლივი პრესკონფერენციაც.