კარლეს პუიჩდემონი ევროკავშირს აკრიტიკებს
კარლეს პუიჩდემონი ევროკავშირს აკრიტიკებს

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს. ბრიუსელში კატალონიის რეგიონის ქალაქების მერებთან შეხვედრაზე, კარლეს პუიჩდემონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა პასიურობა გამოიჩინა და კატალონიას სოლიდარობა არ გამოუცხადა.

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ კატალონიაში განხორციელებულ გადატრიალებას.

კარლეს პუიჩდემონმა ევროკავშირს მოუწოდა, 21 დეკემბერს მიერ დანიშნული ვადამდელი არჩევნების შედეგები აღიაროს. კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების პირობას დებს.

კარლეს პუიჩდემონის მხარდასაჭერად ბრიუსელში კატალონიის ქალაქების 200-მდე მერი ჩავიდა.