კარლ ნეჰამერი - საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მართლაც არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა
ავსტრიასა და საქართველოს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია აქვს, უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია, საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.
როგორც კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა, საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„უღრმესი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ შემიძლია ყოფნა. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ცოტა ადრინდელი პერიოდისთვის იყო ჩვენი შეხვედრა დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა. ამჯერად ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ყოველთვის დავაფიქსირებ ამ პროდუქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია გვაქვს, უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მართლაც არსებობს ძალიან ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. ეკონომიკური მონაცემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, ენერგოგენერაციაზე, ენერგეტიკის მიმართულებაზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალზე საინტერესო პარტნიორია ავსტრიული ფირმებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს Rauf-სა და Healthy Water-ს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად ხდება შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ნეჰამერმა.