კარლ ჰარცელის გამოწვევა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს [ვიდეო]
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც პლასტიკატის გამოყენების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს.
ევროკავშირის ელჩი სალომე ზურაბიშვილს, ლევან დავითაშვილს, კახა კუჭავას მიმართავს და პლასტიკატის ნარჩენების შემცირების კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
„ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. მაგალითად, როდესაც საყიდლებზე მივდივარ, საკუთარი ჩანთა მიმაქვს იმისათვის, რომ პლასტიკის ნარჩენები შევამცირო.
მინდა, გამოვიწვიო საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, რომ გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება ნარჩენების შემცირებაში. ეს არის ათი ლარი იმ ადამიანისთვის, რომელიც მე პლასტიკის პარკით დამინახავს”, – ამბობს ვიდეომიმართვაში კარ ჰარცელი.