კარლ ჰარცელი - ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს, ამ დღეს ქვეყანა იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ
კარლ ჰარცელი - ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს, ამ დღეს ქვეყანა იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტვიტერზე წერს.

„ამ დღეს ქვეყანა იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ და ტრაგიკულად დაიღუპნენ 1989 წელს. მათი მსხვერპლი არასდროს იქნება დავიწყებული“, – წერს კარლ ჰარცელი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.