კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ყველა დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ამჟამად არსებული დიალოგის ფორმატი
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება ამჟამად მოქმედი დიალოგის ფორმატი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველა მხარესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნება პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო.
მისი თქმით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების წინაპირობაა.
„გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ გულისხმობს შეთანხმების მისაღწევად შანსების გაზრდას. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს. როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები ვმუშაობთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ასევე ჩვენც დავფიქრდით, რამდენად სასარგებლო იქნება სამომავლოდ დიალოგის ფორმატი“, – განაცხადა ჰარცელმა.