კარლ ჰარცელი - ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება
ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი არის, რომ დაპირებისამებრ მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილს კი, საქართველო ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს.