კარლ ჰარცელი ვარაუდობს, რომ ევროპული კომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე მოსაზრებას 2-3 კვირაში წარადგენს
ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰარცელი ვარაუდობს, რომ განაცხადებზე მოსაზრებას ევროპული კომისია 2-3 კვირაში წარადგენს.
„ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ის, რასაც ვიტყვი, საკმაოდ მოსაწყენი იქნება, რადგან მე უნდა ვისაუბრო პროცესის თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ჩემი პროგნოზით, ეს მოხდება უახლოეს 2-3 კვირაში“, – განაცხადა ჰარცელმა.