კარლ ჰარცელი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია სრულად იყო გათვალისწინებული ჟენევის დისკუსიების დროს
კარლ ჰარცელი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია სრულად იყო გათვალისწინებული ჟენევის დისკუსიების დროს

უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია სრულად იყო გათვალისწინებული ჟენევის დისკუსიების დროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟენევის დისკუსიების 49-ე რაუნდზე კომენტირებისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია იმავე ხაზების გაგრძელება, რაც წარსულში იყო, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია სრულად იყო გათვალისწინებული ამ დისკუსიების დროს. მე ჯერ არ ვიცი, რა იქნება ჟენევის დისკუსიების შედეგი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი მიზეზი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს, არამედ მოხდეს დეესკალაცია და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მდგომარეობა გათვალისწინებულია ამ საკითხზე მუშაობისას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი ჟენევაში 8-9 ოქტომბერს გაიმართა.