კარლ ჰარცელი - უკრაინის ტრაგედია არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს ტრაგედია
უკრაინის ეს ტრაგედია არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს ტრაგედია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უკრაინის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს შეხვედრა იყო შესაძლებლობა ჩვენთვის, მოგვესმინა მისი აღმატებულება უკრაინის ელჩისთვის და გვეჩვენებინა უდიდესი სოლიდარობა, რომელსაც გამოვხატავთ მისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ასევე, ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა გამოვიყენეთ, სამძიმარი გამოგვეხატა ყველა დაღუპულისა თუ დაჭრილის ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. უკრაინის ეს ტრაგედია ასევე არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს ტრაგედია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.