კარლ ჰარცელი - საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ტიპის პარლამენტი გვაქვს
კარლ ჰარცელი - საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ტიპის პარლამენტი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ტიპის პარლამენტი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ასევე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხსა და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ პარლამენტისთვის ეს მნიშვნელოვანი თემებია.

„რეფორმები ხშირად ისე მიმდინარეობს ხოლმე, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება და შედეგის დანახვასაც დიდი დრო უნდა. ამ შემთხვევაში, 100 დღეში ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ტიპის პარლამენტი გვაქვს, რომელიც ახალი ძალაა. სწორედ შემადგენელია იმ ე.წ ბალანსისა, რომელიც აუცილებელია ხელისუფლებებს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების გაძლიერებას. ვხედავთ, რომ შედეგი შთამბეჭდავია. მის განვითარებაზე დაკვირვებასა და მხარდაჭერას გავაგრძელებთ.

როდესაც ამას ვამბობ, ისიც მინდა შევახსენო მედიას, რომ პარლამენტის წინაშე მნიშვნელოვანი თემებია. ეს მოსამართლეთა შერჩევის საკითხი და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ხარვეზები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიკვეთა. ვუსურვებ, რომ ყველა ეს საქმიანობა პარლამენტის მუშაობაში კარგად აისახოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღე სრულდება.