კარლ ჰარცელი საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
კარლ ჰარცელი საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მადლობა, საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაყვანა თბილისის აეროპორტის საშუალებით“, – წერს კარლ ჰარცელი.