კარლ ჰარცელი - საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ აქვს უნარი, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის
საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის, მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად.
„ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა მომავალში ევროკავშირში იხილონ, თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ როგორც აქამდეც მითქვამს, საქართველოს, უბრალოდ, შეუჩერებელს გახდის, მაგრამ ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. უპირველეს ყოვლისა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა ჰარცელმა.