კარლ ჰარცელი - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდება 
კარლ ჰარცელი - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდება 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მომავალ კვირას ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას გამართავს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ასევე დაზუსტდება ასოცირების საბჭოს მომავალი სხდომის ზუსტი თარიღიც, რომელიც მარტშია დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტი 21-23 იანვარს შედგება.