კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრას მართავს
კარლ ჰარცელი „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრას მართავს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება და შეხვედრებს მართვას.

პარტიაში არ აკონკრეტებენ, ვისთან იმართება შეხვედრა, თუმცა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც გუშინ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ჩავარდა.