კარლ ჰარცელი - მიმაჩნია, შესწავლილი უნდა იყოს სტილი და მაგალითები, რომლებითაც შესაძლოა, რუსეთი იყოს წარმოდგენილი მედიაბაზარზე
მიმაჩნია, შესწავლა უნდა მოხდეს იმ სტილისა და მაგალითების, რომლებითაც შესაძლოა, რუსეთი ამ ქვეყნის მედიაბაზარზე იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად ბრიუსელში არის ამ საკითხზე გამოფხიზლება და ძალისხმევა, როგორ გაუმკლავდეს საზოგადოება.
„ალბათ იცით, რომ არის ზოგადი გამოფხიზლება პროპაგანდასთან დაკავშირებით ბრიუსელში და ძალისხმევა სერიოზულია უკვე, როგორ გაუმკლავდეს საზოგადოება ამას. ეს ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.
მე მიმაჩნია, რომ შესწავლა უნდა მოხდეს იმ სტილისა და მაგალითების, რომლებითაც შესაძლოა, რუსეთი ქვეყნის მედიაბაზარზე იყოს წარმოდგენილი და რა ხერხებით იბრძოდეს. თქვენი, როგორც ჟურნალისტების როლიც არის ალბათ იმაში, რომ კარგად დაინახოთ და წინ აღუდგეთ, ყოველ შემთხვევაში, არ იყოთ გამოყენებული ამ პროპაგანდის საშუალებად“, – განაცხადა ჰარცელმა და აღნიშნა, რომ ამას ძალიან ფრთხილი მუშაობა სჭირდება.