კარლ ჰარცელი - მადლიერი ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი მივიღე, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა
კარლ ჰარცელი - მადლიერი ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი მივიღე, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა

მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე-ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ელჩი აღნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა.

„მადლიერი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხები მივიღე. შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის დასკვნაა“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.  ​

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადასცა.