კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმების მიერ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს დისკუსიები, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართულობით.
„ამ საკითხს და მის შესაძლო გავლენას აფხაზეთსა და ცხინვალში ვითარებაზე ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მიმდინარეობს დისკუსიები, მათ შორის ევროკავშირისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული საკითხი კარგად დასრულდება. ვიმედოვნებ, შედეგები უახლოეს მომავალში გვექნება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
გრიპის ვირუსის მიზეზით, ორივე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.