კარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს ხვდება
კარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებულ თემებზე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრის დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება არის ფუნდამენტური საზოგადოებრივი არჩევანი და ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს განხილვას.

„ველოდები, რომ დღევანდელი დისკუსია იქნება ოდნავ განსხვავებული. განსხვავებული იმ დისკუსიისგან, რომელიც იმართება ხოლმე პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ბიუროკრატებს შორის. ამ შეხვედრაში მონაწილეობენ კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, ლიდერები. ამიტომ ველოდები უფრო ფართო განხილვას კითხვართან დაკავშირებით, დროის გრაფიკზე და ა.შ. რადგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება არის ფუნდამენტური საზოგადოებრივი არჩევანი და ეს საკითხი ნამდვილად იმსახურებს განხილვას“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.