კარლ ჰარცელი - ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია
ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედია პლურალიზმია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განუცხადა.
ჰარცელმა გასული წლის 5 ივლისის მოვლენებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია.
აქვე, ელჩმა ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის დაჯილდოების ცერემონიაც დღეს გაიმართა. ჰარცელის განცხადებით, აღნიშნული პრიზი არის მაღალი სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული მუშაობის აღიარება, რომლის წახალისებასაც მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს.
„ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში მედია პლურალიზმია. პარალელურად, როდესაც ჩვენ ჩვენს კონფერენციებს ვატარებთ და მედია ლანდშაფტს განვიხილავთ, ვუბრუნდებით ნაცნობ ტერიტორიას, მედიის პოლარიზაციის, დეზინფორმაციის პრობლემებს, თვითრეგულირების ეფექტური საშუალებების პოვნის პრობლემებს, სიძულვილის ენას, რაც გაქვთ. აქვე დავამატებ, რომ ვფიქრობ, რადგან გასული წლის 5 ივლისის მოვლენები არის ის, რასაც ჩვენ მაშინ ძალიან სერიოზულად მივუდექით და ახლაც სერიოზულად ვიღებთ. ეს, რასაც ვამბობ, იქნება ამ დისკუსიებშიც, რომელსაც დღეს ვატარებთ, რადგან ჟურნალისტის მუშაობის უსაფრთხოება აბსოლუტურად გადამწყვეტია.
პარალელურად, დღეს დილით ვიყავი ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის მინიჭების ცერემონიალზე, რომელიც არის მაღალი სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული მუშაობის აღიარება და ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროკავშირის მხრიდან გავაგრძელებთ და ვეცდებით აქ წახალისებას, რადგან ამას მეტი სივრცე სჭირდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.