კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას
კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ასევე აქციას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.