კარლ ჰარცელი - ჩვენ მიგვიწვიეს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებზე პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით, რადგან ეს კვლავ არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს.
მისივე თქმით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
„ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით მარტივი მიზეზით, რადგან ეს კვლავ არის ნაწილი იმ პროცესისა, რაზეც ვსაუბრობთ აპრილის შემდეგ და ივლისში, სადაც ჩვენ გვაქვს შეშფოთება უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტის გამო, რომ ის არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და პირობებს, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის.
როგორც ვიცით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოდირის შეფასება მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ დავრჩებით ამ პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში უნდა გადაიხედოს პროცედურა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე. ამჟამად სიტუაციის განსჯა და შემდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს პალამენტისა და თავად პარლამენტის წევრების ხელთაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.