კარლ ჰარცელი - „ბავშვის უფლებების კოდექსის“ სახით საქართველოს საუკეთესო რუკა აქვს
როდესაც გრძელ მოგზაურობას იწყება, მნიშვნელოვანია, გქონდეს კარგი რუკა, „ბავშვის უფლებების კოდექსის“ სახით საქართველოს საუკეთესო რუკა აქვს, – ამის შესახებ საქართვლოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, „ბავშვის უფლებების კოდექსი“ ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობაა.
„ვხედავ, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი ამ კოდექსის და მისი მიზნების გარშემო, რაც ახალ პერსპექტივებს აჩენს ბავშვებისთვის. როგორც იცით, როდესაც გრძელ მოგზაურობას იწყებ, მნიშვნელოვანია, გქონდეს კარგი რუკა, ამ კოდექსის სახით საქართველოს საუკეთესო რუკა აქვს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.